- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირია. ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.