- საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, „პისიარ“-ტესტით – 2 528.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.