- საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 021 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 461 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 232, „პისიარ“ ტესტით – 2 229.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,26%, ბოლო 14 დღის – 3,65%, ბოლო შვიდი დღის – 2,89%