- საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 036 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, „პისიარ“ ტესტით – 2 728.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო შვიდი დღის – 3,12%.