- საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 237 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, „პისიარ“ ტესტით – 2 155.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,27%, ბოლო 14 დღის – 4,49%, ბოლო 7 დღის – 3,53%.