- საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 030, „პისიარ“ ტესტით – 2 523.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 6,64%, ბოლო შვიდი დღის – 4,45%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 112 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 604 595 გამოჯანმრთელდა, 16 681 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 846 431 აცრა, დღიურად აცრილია 1 750.