- საქართველოში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 877, „პისიარ“-ტესტით – 2 645.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,19%, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო შვიდი დღის – 13,48%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 634 686 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 584 440 გამოჯანმრთელდა, 16 530 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 832 291 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 503 პირი.