- საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 48 468 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 65 829 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 40 367, „პისიარ“-ტესტით – 25 462.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,88%, ბოლო 14 დღის – 31,06%, ბოლო შვიდი დღის – 33,18%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 438 353 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 226 619 გამოჯანმრთელდა, 15 516 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 772 264 აცრა, დღიურად აცრილია 3 396.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 100 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 758 პირი.