- საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 291 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 441 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 181, „პისიარ“-ტესტით –6 260.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,92%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 5,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 937 640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 900 159 გამოჯანმრთელდა, 13 905 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 59, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 507 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 814 პირი.