- საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 892, „პისიარ“-ტესტით – 21 748.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,3%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 5,41%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 922 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 878 022 გამოჯანმრთელდა, 13 443 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 454 879 აცრა, დღიურად აცრილია 11 808.