- საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, „პისიარ“ ტესტით – 21 436.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 9,09%.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 925 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 993 პირი.