- საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 960 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 624 688, „პისიარ“ ტესტით – 9 657.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 895 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 003 პირი.