- საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 274 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 840 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 119, „პისიარ“ ტესტით – 14 721.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%.
კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 201 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 660 პირი.