- საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.