- საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის – 10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.