- საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 825, „პისიარ“ ტესტით – 13 550.
სულ აცრილია – 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 073.
კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 495 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 120 პირი.