- საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035.
სულ აცრილია – 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.
კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 001 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 016 პირი.