- საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“ ტესტით – 14 494.
სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.
კარანტინის რეჟიმშია 118, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 771 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 620 პირი.