საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 438 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.

სულ აცრილია – 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + five =

Akismet ანტისპამი