- საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 438 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.
სულ აცრილია – 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.