- საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 253 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 138, „პისიარ“ ტესტით – 14 115.
სულ აცრილია – 191 001 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 184. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 594 პირი.