- საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.
ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 435 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 619 პირი.