საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით-10 888, „პისიარ“ ტესტით-14 676.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური-4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.

კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 261 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 705 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + 18 =

Akismet ანტისპამი