- საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270918 შემთხვევა, მათ შორის 265523 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3520-ია.