- საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 197 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 208, პისიარტესტით – 2 989.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 732 გამოჯანმრთელდა, 3 363 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 932 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.