- საქართველოში კორონავირუსის 602ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 335 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 591, „პისიარ“ ტესტით 7 744.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, 3 269 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.