- საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 792 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, პისიარტესტით – 6 213.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,36%, ბოლო 14 დღის – 4,67%, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,87%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251 077 გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 384 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 პირი.