- საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 248 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, პისიარტესტით – 6 269.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242 085 გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა.