- საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.
ინფორმციისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 419 პირი.