საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 208 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის, 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 203 547 გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − seven =

Akismet ანტისპამი