- საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის, 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 203 547 გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.