- საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 744-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.