საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 50 544 პირი.

6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 11 227 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + 4 =

Akismet ანტისპამი