საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი


  • საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 2197  პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14829.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + 1 =

Akismet ანტისპამი