- საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა 1 262პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.