საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი


  • საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა  28 431 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 293-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − six =

Akismet ანტისპამი