- საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის იყო. პაციენტი ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.