საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა და 1 481-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 9 =

Akismet ანტისპამი