საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 7 =

Akismet ანტისპამი