საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6498 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 327.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × five =

Akismet ანტისპამი