- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 825 არის. კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.