- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი.
623 ადამიანიდან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.