საქართველოს ჩემპიონი დრიფტში 2022 ნოდო კოდუა გახდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონი დრიფტში 2022 ნოდო კოდუა გახდა. ზუგდიდში, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს დრიფტის სერიების (GDS) მე-2 და მე-3 ეტაპი მიმდინარეობდა.

მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, PRO და PRO2 კლასის დრიფტერების ბრძოლა იხილა.

გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული პრიზები, ორგანიზატორებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ გადასცა.

ღონისძიება, Socar Racing Season 2022-ის ფარგლებში – BMW Club Georgia-ს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

six + four =

Akismet ანტისპამი