- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონი დრიფტში 2022 ნოდო კოდუა გახდა. ზუგდიდში, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს დრიფტის სერიების (GDS) მე-2 და მე-3 ეტაპი მიმდინარეობდა.
მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, PRO და PRO2 კლასის დრიფტერების ბრძოლა იხილა.
გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული პრიზები, ორგანიზატორებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ გადასცა.
ღონისძიება, Socar Racing Season 2022-ის ფარგლებში – BMW Club Georgia-ს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.