- საქართველოს ჩემპიონები ჭადრაკში ზუგდიდელი მოჭადრაკეები ნიკოლოზ შამათავა და ანდრია ჯახაია გახდნენ.
ნიკოლოზ შამათავა – საქართველოს ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის. მან ამავდროულად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ელვისებურ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის.
ანდრია ჯახაია – საქართველოს ჩემპიონი ორივე ფორმატში, ორი ოქროს მფლობელი – სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8 წლამდე ჭაბუკთა შორის.