საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ დღეს საქართველოს წითელ ჯვართან ერთად, მოხუცთა მიმართ ტოლერანტობის დღე აღნიშნა. შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციასთან,“ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისათვის” არსებული ხანდაზმულთა კლუბის წევრები და პროექტ ,,ACCES ზუგდიდის” მონაწილეები,ზუგდიდის სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელები ხელმძღვანელთან, ნანა კიკალიშვილთან ერთად ესწრებოდნენ. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენელონბის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ინტერაქტიული ხასათის იყო. “ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის საინტერესო საუბარი წარიმართა. ემოციური იყო შეხვედრის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა ერთობლივი სახელდახელო კონცერტი გამართეს, იცეკვეს, შეასრულეს ეთნო და პოპ სიმღერები და საზეიმო ვითარებაში გაჭრეს ტორტი. დიახ, ასაკი მხოლოდ სტატისტიკაა, თუ ადამიანები საინტერესონი არიან”.
საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.