საქართველოს რკინიგზა – უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ


  • რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.

არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ”.-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!