საქართველოს რკინიგზა მიმართავს მგზავრებს, ვინც ბილეთები წინასწარ შეიძინა


  • საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს მგზავრებისთვის, რომლებსაც ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი.
“ძვირფასო მგზავრებო! 2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.
რაც შეეხებათ, იმ მგზავრებს რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას”.-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!