“საქართველოს რკინიგზა”-24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება


  • “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლლგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას”.-ნათქვამია საქარტველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!