- “საქართველოს ბანკის” მძარცველი პირი ითხოვს ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს. თავდამსხმელის მოთხოვნა გააჟღერა მედიასთან ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ამ წუთებშიც, ბანკის სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფება ბანკის შიგნით.
რამდენიმე საათის წინ, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღები იმყოფებიან ბანკში. მძევლად ჰყავთ აყვანილი თნამშრომლები. წყაროს ინფორმაციით, მათ გამოუშვეს მოხუცი კლიენტები და ერთი ფეხმძიმე თანამშრომელი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.